მერობის კანდიდატის მხარდამჭერს ავტომანქანა დაუწვე — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში მერობის კანდიდატის მხარდამჭერის ავტომანქანა დაიწვა

date 23 აპრილი 2019
article575.jpg

    ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახო რობაქიძის თქმით, ავტომობილით რომელიც გუშინ გვიან ღამით  დაიწვა საარჩევნო პლაკატები უნდა ჩამოეტანა.

  ზესტაფონის პოლიციაში მომხდარზე გამოკითხვა მიმდინარეობს.  მერობის კანდიდატის თქმით, მისთვის გაუგებარია რა მიზეზით დაიწვა ავტომობილი და იმედი აქვს ექსპერტიზის შედეგად გაირკვევა ხანძრის გამოწვევი მიზეზი.

  “ზესტაფონში მანქანა გაჩერებული იყო ეზოში და ცეცხლი მოეკიდა. მე არ ვიცი ეს რას უკავშირდება, ვიცი ის, რომ ამ მანქანით თბილსიიდან საარჩევნო ბანერები და ბროშურები უნდა წამოგვეღო. მანქანა ჩემს მეგობარს ეკუთვნის,” -აცხადებს ვახო რობაქიძე.

   მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 


 

 

 



 


??????? ????