სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა

date 16 მარტი 2018
article438.jpg

ზესტაფონში, სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა.

დაშავებულია 7 მგზავრი, რომლებიც ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი კი გავრცემებული ინფორმაციით დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა.

ფაქტს "საქართველოს რკინიგზაში" ადასტურებენ

"მძღოლი დაეჯახა ჩაკეტილ შლაგმაუმს და გადავიდა ლიანდაგზე, რის გამოც მოხდა აღნიშნული შემთხვევა. მიკროავტობუსის არც ერთ მგზავრს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანება არ აქვს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადეს "საქართველოს რკინიგზაში".

შემთხვევა ზესტაფონში დღეს დილით, 9 საათისთვის მოხდა.