Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის ქარხანაში ლითონის გაჟონვამ სამი აფეთქება გამოიწვია

date 17 იანვარი 2013
article152.jpg

 

   ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში, დღეს დილით, „GTM Group" - ის კუთვნილ ფერო- სილიკონ-მანგანუმის მწარმოებელ მინი-ქარხანაში ზედიზედ სამი აფეთქება მოხდა. როგორც „GTM Group" - ის დირექტორის მოადგილემ- თამაზ ჩუტკერაშვილმა განმარტა, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას ლითონი შლანგში გადავიდა, შემდეგ კი წყალში მოხვდა და აფეთქება გამოიწვია. დაზიანებულია შენობის სამუშაო განყოფილების ნაწილი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქარხანა სამუშაო რეჟიმს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.