Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



დიღომში მომხდარ აფეთქებას ზესტაფონელი ემსხვერპლა

date 17 იანვარი 2019
article554.jpg

  დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი 30 წლის ლევან დავლაძეა.

“ჩემო ლამაზო ძამიკო, როგორ გაგვამწარე, როგორ დაგვეცა მეხი. საშინელებათა სიზმარში მგონია თავი… მთელი საქართველო გლოვობს. ილო ვერ მოგვინელებია და ახლა შეენ…” – წერს ახალგაზრდა მამაკაცის ნათესავი ნატო არევაძე.

მედიის ინფორმაციით, ლევან დავლაძე წარმოშობით ზესტაფონის რაიონიდან იყო. მამა ადრე გარდაეცვალა და დედა, შვილებთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. მედიის ცნობით, ლევან დავლაძე დიდ დიღომში, მეგობართან იმყოფებოდა.

გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია.


??????? ????