Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



კვებითი ინტოქსიკაცია ილემის საბავშვო ბაღში

date 20 ოქტომბერი 2017
article396.jpg

  14 ადამიანი მოიწამლა სოფელ ილემის ბაგა ბაღში. 11 მცირეწლოვანი ბავშვი და 3 ზრდასრული ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა.

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.

  კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. 
  სავადმყოფოში რჩებიან დირექტორი, პედაგოგი და ერთ-ერთი აღსაზრდელის ბებია.