Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში საავტომობილო გზის ნაწილი კვლავ ჩაინგრა

date 24 აგვისტო 2018
article490.jpg

  ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე საავტომობილო გზის ნაწილი ჩავარდა. მიმდინარე წელს აღნიშნულ ქუჩაზე გზის ჩავარდნის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გზის ჩავარდნას სილიკომანგანუმის ნარჩენების უკანონო მოპოვებას უკავშირებს ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე. 

  "ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების უკანონო მოპოვება ისევ გრძელდება, რამაც დღეს ჭანტურიას ქუჩაზე გზის საფარის ჩავარდნა გამოიწვია. მიმდინარე წელს მსგავსი ფაქტი არერთხელ დაფიქსირდა. ამ მოვლენების სათავეში დგას მუნიციპალიტეტის მერი და მისი ძმა. მათ უკვე მოახერხეს სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ათასობით ტონის უკანონო მოპოვება და დატაცება, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ უკანონო საქმიანობას. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურორს, დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტის მერისა და მისი გარემოცვის საქმიანობით, ვინაიდან სახეზეა სისხლის სამართლის დანაჩაული, სახელმწიფო ქონების დატაცება, რითაც ასიათასობით ლარის ზარალი ადგება სახელმწიფო ბიუჯეტს. უნდა აღინიშნოს, რომ ჭანტურიას ქუჩის გზის საფარის დაზიანება ხდება შეგნებულად, რათა შემდგომში მისი რეაბილიტაციის მიზეზით მოხდეს ამ ქუჩაზე გზის საფარის აღება და მასთან ერთად ქერქული ნარჩენების ამოღება. საბედნიეროდ ამჯერადაც ავცდით მსხვერპლს და ვიდრე არ დამდგარა ფატალური შედეგები, იმედს ვიტოვებ, ჩემი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებიდან მყისიერი რეაგირება მოხდება,"-ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.
 

 

 

წყარო