დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა

date 17 სექტემბერი 2019
article628.jpg

   ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა. ბავშვები ასაკი 2 და 4 წელ იყო.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ახლობლებმა დაღუპულები დღეს აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.

  მეზობლები ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

  მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა. მათივე ინფორმაციით, 25 წლის ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან მარტო ცხოვრობდა. შვილების ასაკი კი - 2 და 4 წელი იყო. მეზობლების ინფორმაციით, ის დილიდან არ გამოჩენილა და ახლობლებმა მოაკითხეს. ისინი ბინაში, მეორე სართულზე, ფანჯრიდან შევიდნენ და გარდაცვლილები აღმოაჩინეს.

  გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო და ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.

  ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ჯერ არ მომხდარა ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.


??????? ????