გაუჩინარებული მეცხრეკლასელი გოგონები ზესტაფონში იპოვეს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გაუჩინარებული მეცხრეკლასელი გოგონები ზესტაფონში იპოვეს

date 7 ივნისი 2019
article592.jpg

  ბორჯომიდან დღეს დილით გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა პოლიციამ ზესტაფონში იპოვა. სამართალდამცავებმა აღნიშნული ინფორმაცია ბავშვების მშობლებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს.

  გოგონების პოვნის შესახებ ინფორმაციას შსს-ც ავრცელებს.

  „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  პოლიცია ორივე არასრულწლოვანს გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნებს. არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

   ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის ორი მეცხრეკლასელი გოგონა დღე დილით გაუჩინარდა. მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც ბავშვები გაკვეთილებზე არ მივიდნენ. ამასთან, მიტოვებულ საამქროში მოზარდების ტელეფონები იპოვეს. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


??????? ????