თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ზესტაფონელი, 19 წლის ლაშა კობახიძეა. — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



თბილისში CO-ს ინტოქსიკაციით გარდავცლილთაგან ერთ-ერთი ზესტაფონელია

date 31 იანვარი 2019
article557.jpg

  თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ზესტაფონელი, 19 წლის ლაშა კობახიძეა.
  ახალგაზრდა კაცი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში ცხოვრობდა და თბილისში სამუშაოდ იყო წასული.
  ცნობისთვის, თბილისში ქეთევან წამებულის 67 ნომერში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე დაღუპული მუშად მუშაობდა და მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები.
  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დადგენა, სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების დარღვევა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი.