წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



წყალდიდობა

date 16 ოქტომბერი 2017
article393.jpg

  გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც. დატბორილია ზესტაფონის სადგურის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ქუჩები. წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. 
ამ დროისთვის ქალაქში ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება. 

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეწყერსაშიში ზონებია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ II სვირში.

  ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შორაპანში დაზიანებულია გზა და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, სოფელ ბოსლევში გზაზე მეწყერია ჩამოსული.