Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

date 13 ივლისი 2018
article466.jpg

  ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 

მომხდარზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ინფორმაციას ძაღლის სადისტურად მოკვლის შესახებ ზესტაფონელი ზვიად ზალიკიანი ავრცელებს. მისი თქმით, უპატონოდ დარჩენილ ძაღლს მისი ოჯახი უვლიდა, რაც მეზობლებს არ მოსწონდათ და ამის გამო კონფლიქტი ბევრჯერ ჰქონიათ. 

  "მეზობლებს ვერაფერი გავაგებინე, პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი. მერე სცემეს კიდეც მეზობლებმა. ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვქონდა და ვერაფერს ვაკეთებდით. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად, დააპირა მერიის თანამშრომელმა ძაღლის ცემა ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუმჩნევია. ვინც სცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია. დღეს მითხრეს, რომ ვიღაც არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო", - აცხადებს ზვიად ზალიკიანი.