ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მოათავსეს ზესტაფონელი პაციენტი, რომელმაც შეცდომით წყლის ნაცვლად სადეზინფექციო ხსნარი დალია.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ, ახალგაზრდა ქალი ზესტაფონის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გადაიყვანა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.
დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.