Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის ნაწილი ჩაინგრა

date 12 ივლისი 2018
article464.jpg

  ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის ნაწილი ჩაინგრა. ადგილზე ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ჩანგრეული გზის მონაკვეთზე სპეციალისტებს და ტექნიკას ელოდებიან, რომლებმაც გზის აღდგენა უნდა მოახერხონ. "გზის ქვემოდან სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენებს იღებენ, რამაც გზის დაზიანება გამოიწვია. ახლა ტრაქტორს ელოდებიან, რომ გზის ჩანგრეული მონაკვეთი ამოავსონ. სწორედ იმას ვედავებით მერს, რომ ის და მისი გარემოცვა ნარჩენებს უკანონოდ მოიპოვებს და ერთეულები მდიდრდებიან. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაკონსერვდეს ნარჩენები და არ მოხდეს მისი გახსნა, თორემ ზესტაფონი რადიაციის კერა გახდება. კიდევ კარგი, რომ გზის ჩანგრევას მსხვერპლი არ მოჰყვა," - ამბობს ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჩიძე