ბოსლევში მეწყერი ჩამოწვა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ბოსლევში მეწყერი ჩამოწვა

date 19 ივლისი 2019
article601.jpg

  სოფელ ბოსლევში მოსული უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

  

 უამინდობა ზესტაფონის სოფლებს 18 ივლისს დაატყდა თავს.

 სტიქიის შედეგად, დაახლოებით 60 ოჯახი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გარეშე დარჩა.

 მომხდართან დაკავშირებით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მძიმე ტექნიკის საშუალებით გუშინ, ღამითვე მოხდა გზის სავალი ნაწილის აღდგენა.


??????? ????