Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა

date 8 ნოემბერი 2017
article402.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა. 50 წლამდე ქვეითად მოსიარულე გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.

  აღნიშნული შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა.

  შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.