ავტოსაგზაო შემთხვევა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ავტოსაგზაო შემთხვევა

date 30 ნოემბერი 2019
article640.jpg

  ზესტაფონში ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საპატრულო მანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

  პოლიციელს მრავლობითი ღია და დახურული სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. ის კლინიკა "ფერომედში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

  არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ქვეპუნქტებით.


??????? ????