ზესტაფონში მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით მანქანას ცეცხლი მოძველებული სადენების გამო გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი და მისი მგზავრები არ დაშავებულან.
უწყების ცნობით, ფაქტზე დანაშაულის ნიშნების არქონის გამო, გამოძიება არ დაწყებულა.