Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში ავტოავარიის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა

date 23 ივნისი 2018
article456.jpg

  ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა და-ძმა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ოთხი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გზი­დან გა­და­ვი­და და ამობ­რუნ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად ასე­ვე და­შავ­და სამი ადა­მი­ა­ნი. ისი­ნი ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

 გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი და-ძმა ლალი და თე­მურ მა­ხა­რა­ძე­ე­ბი არი­ან. ავა­რია იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი თბი­ლი­სი­დან ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში მი­დი­ოდ­ნენ.

  მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.