ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

date 3 ოქტომბერი 2018
article512.jpg

  ,,ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური მხარდაჭერით, ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე იზეიმეს.

  ღონისძიების ორგანიზატორმა, სათნოების სახლმა ,,კათარზისმა” თავის ბენეფიციარებსა და ზესტაფონის დამსახურებულ ხანდაზმულ ადამიანებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

  ფეროშენადნობთა ქარხნის სახელით მოხუცებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა ვასილ გველესიანმა, რომელსაც სათნოების სახლმა საპატიო ,,კათარზისელის” წოდება მიანიჭა და სახელობითი პრიზი გადასცა.

  ვასილ გველესიანი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი:

 „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის, თავად ჩემი და, ზოგადად, საწარმოს ინიციატივით, გადაწყდა, რომ დახმარება აღმოგვეჩინა ზესტაფონის „კათარზისის“ ორგანიზაციისთვის, რათა მათ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ღირსეულად აღენიშნათ.

  ვესწრებოდი ღონისძიებასაც. ამ ადამიანების ხილვით კიდევ ერთხელ ნასიამოვნები დავრჩი. მათ დიდი დამსახურება მიუძღვით ზესტაფონის საზოგადოების წინაშე. ეს არის ჩემი მშობლების თაობა, მათი მრავალი მეგობარი – პედაგოგები, სახელმწიფო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები ვნახე იქ, რომლებიც შრომობდნენ, იღვწოდნენ ჩვენი ქვეყნის, ოჯახების საკეთილდღეოდ. ისინი ჯერ ერთმანეთს მოეფერნენ, მერე გაიხსენეს საინტერესო ამბები და ჩვენც მოგონებებით აგვავსეს.

  მომავალშიც შევეცდებით, მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებაში წვლილი შევიტანოთ, რომ ეს ადამიანები არ იქნენ დავიწყებულები. როდესაც ისინი გრძნობენ ახალგაზრდა თაობისგან პატივისცემას, ერთი-ორად უხანგრძლივდებათ სიცოცხლე.

  საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ საკმაოდ ლამაზი ღონისძიება გამოვიდა.

  ზესტაფონის „კათარზისის“ თავმჯდომარის ბატონი მერაბ გორდეზინის ხელმოწერით მივიღეთ საპატიო „კათარზისელის“ წოდება. ეს წოდება მიენიჭათ – „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს, „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორს, ვასილ გველესიანს და კიდევ ორ თანამშრომელს.

ეს არ არის მარტო ამ ღონისძიებით ნაკარნახევი, არ მახსენდება დღესასწული, ჩვენ „კათარზისელებს“ გვერდით არ დავდგომოდით და არ მიგვეცა ფინანსური საშუალება, რომ ბენეფიციარებისთვის მიელოცათ როგორც საახალწლო, ისე სააღდგომო და სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულები. ეტყობა ყველაფერმა ამან განაპირობა და მათი კეთილი ნება იყო, რომ ასეთი წოდება მიენიჭებინათ ბატონი ნიკოლოზისთვის, ჩემთვის და კიდევ ორი თანამშრომლისთვის