თორნიკე­ ნინიკაშვილი — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



დაკარგული საფულის გმირი ზესტაფონიდან

date 22 იანვარი 2021
article703.jpg

  22 წლის "გლოვოს" კურიერი თორნიკე­ ნინიკაშვილი დაკარგული საფულის პატრონის ძებნისა და პოვნის შემდეგ მთელმა ქვეყანამ გაიცნო. ზოგი მას გმირს ეძახის, თვითონ კი ამბობს, რომ ერთი ჩვეულებრივი ზესტაფონელი ბიჭია და მოიქცა ისე, როგორც ყველა ადამიანი უნდა მოქცეულიყო.

  

 

ქუჩაში ვნახე იქნებ როგორმე მივაკვლიოთ ძალიან ბევრი ფული აქვს დაკარგული

“მერჩივნა, ისევ ის დახეული ფეხსაცმელები მცმოდა, წლინახევრის წინ რომ ვიყიდე, ვიდრე ამ საფულედან თანხა ამეღო” –  “გლოვოს” 22 წლის გმირის ამ სიტყვებმა ოთხიოდე დღის წინ მთელ ქვეყანას გული სითბოთი აუვსო და სიკეთის კეთების სურვილი აღუძრა.

თორნიკე ნინიკაშვილმა „სითი მოლთან“ ფულით სავსე საფულე იპოვა და თანხა არ გადაუთვლია, საფულე ისე დაუბრუნა პატრონს.

მუსიკალურმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ფეისბუქში თორნიკეს ცნობილი ვიდეო ატვირთა, რომ ამ კეთილი ბიჭის დასახმარებლად გამოხმაურებოდნენ. პირველი, ვინც ნატოს გამოეხმაურა, მისი მეგობარი, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე, მაკა ჩხეიძე აღმოჩნდა – მე მომიყვანე ეგ ბიჭიო, დაუკომენტარა დუმბაძეს. მაკამ “გლოვოს” გმირს “მარჯიელას” ბოლო მოდელის იისფერი სპორტული ფეხსაცმელი აჩუქა.