Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სოფელ საწაბლეში მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

date 10 სექტემბერი 2018
article497.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწაბლეს მოსახლეობამ ზესტაფონის მერიასთან აქცია გამართა.

  სოფელში მცხოვრები 50-მდე ოჯახი გზის მოწესრიგებას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელი უგზოობის გამო იცლება.  

  ამავე მიზეზით, სოფელში არ ადის ტრანსპორტი და სასწრაფო დახმარება, ხოლო მოსახლეობას ფეხით უწევს გადაადგილება.

  ადგილობრივები ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათგან მოსახლეობას მუდმივად ცრუ დაპირებებს ისმენს.

  მერის მოადგილის დავით ჩირგაძის თქმით, მიმდინარე წელს მხოლოდ, გზის შეკეთებას შეძლებენ. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, ასფალტის დაგება კი მომავალ წელსაა დაგეგმილი. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ჩირგაძის თქმით, ეს კომპანია „სოკარის“ კომპეტენციაა.