შოთა გორგოძე — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



შოთა გორგოძე

date 2 მარტი 2020
article664.jpg

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის შოთა გორგოძის გარდაცვალების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს:

“სამწუხარო ინფორმაცია გვამცნო ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ.

87 წლის ასაკში (10 ნოემბერს 88 წლის გახდებოდა) გარდაიცვალა გენერალ-ლეიტენანტი
შოთა გორგოძე.  ის იყო, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი.

შოთა ვარლამის ძე გორგოძე დაიბადა 1932 წლის 10 ნოემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა ილემში.

1950 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი. მუშაობდა ქარხანა „ელექტროგამშვებში“ საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, 1963-1965 წლებში საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად, 1965 წლიდან – შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, 1977-1986 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1986-1990 წლებში იყო შს მინისტრი, 1987-1990 წლებში – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1985-1990 – სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარე. 1994-2000 წლებში – საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორი. 2001 სექტემბრიდან იყო თადარიგში. იყო პედაგოგიურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემიების წევრი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2003).


??????? ????