საპატიო ზესტაფონელები 2019 — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



საპატიო ზესტაფონელები 2019

date 28 ოქტომბერი 2019

  27 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული „ზესტაფონობა - 2019“ დილიდანვე სხვადასხვა ღონისძიებებით დაიწყო. დღესასწაულის კულმინაცია იყო საპატიო ზესტაფონელების დაჯილდოვება. ხელოვნების სკოლის წინ მოწყობილ სცენაზე, სადაც დასკვნითი კონცერტი მიმდინარეობდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძემ, ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.

  2019 წლის ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები არიან:


ლეილა მახარაძე - განათლებისა და კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი.



ლეილა ჩუბინიძე - ღვაწლმოსილი ეკონომისტი და ფინანსისტი.


 


მალხაზ მაჭავარიანი - ცნობილი პოეტი, უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი წლების მანძილზე.


 


რამინ შერგელაშვილი - ვეტერანთა რაიონული საბჭოს თავმჯდომარე, თადარიგის ვიცე- პოლკოვნიკი.


 


მიხეილ სალაძე - მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი.



ევსეხნი(ომარ) აბაშიძე - საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ქართული ფარიკაობის ღვაწლმოსილი მოამაგე, მწვრთნელი.




ზურაბ ლომთაძე - გაზეთ „ზესტაფონის მოამბეს“ რედაქტორი, ტელე-რადიო კომპანია „არგოს“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი.



შალვა ხეცაძე - ისტორიკოსი, პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკრებულოს დეპუტატი.



თენგიზ კაკოჩაშვილი - ელემენტების ქარხნის დირექტორი წლების მანძილზე, კავკასიის ხალხთა აკადემიის წევრი.



ვახტანგ ფხაკაძე - ბიზნესმენი. არაერთი კომპანიის დამფუძნებელი და ქველმოქმედი.



გივი შანიძე - ფოლკლორული ანსამბლ „კოლხეთის“ დამაარსებელი, ზესტაფონის სალოტბარო სკოლისა და ანსამბლ „ზესტაფონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. ღირსების ორდენის კავალერი.


 


იოსებ ხახალეიშვილი - სახელმწიფო მოხელე და იმერეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე.


დიმიტრი მხეიძე - ცნობილი ექიმი, პარლამენტის წევრი.

 



თენგიზ მდივანი - რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი.



ვასილ გველესიანი - „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, მეტალური და ქველმოქმედი.


 

 საპატიო მოქალაქეებს მათთვის სპეციალურად დამზადებული პრიზები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.