კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
20 იანვარი 2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „ორნატის“ მესამე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია პროექტის „ბუნების ნორჩი ქომაგები“ ფარგლებში განხორციელდა.
მოსწავლეებს პედაგოგი ირმა ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგიც და მოსწავლეების დასუფთავების აქციით კმაყოფილები დარჩნენ.