Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონელი ქალბატონები

date 27 სექტემბერი 2017
article387.jpg

   შეხვედრაზე ზესტაფონის მკვიდრი აქტიური ქალბატონები შეიკრიბნენ და ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ დააფუძნეს. ღონისძიებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის „ზესტაფონელი ქალბატონები“ თავმჯდომარემ შეხვერდაზე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელზეც აღნიშნული ორგანიზაცია დღეიდან იმუშავებს. შეხვედრაზე შეკრებილ ქალბატონებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ, სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „მივესალმები ჩვენს ქალაქში ქალთა საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურებას. თითოეული ზესტაფონელის ჩართვა ქალაქის აღმშენებლობის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ციალას მოწვევისთვის და იმ ინიციატივისთვის, რომელიც ზესტაფონის განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად შევძლებთ ზესტაფონის და ზესტაფონელებისთვის არაერთი სასიკეთო საქმის გაკეთებას“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციალა ნებიერიძემ შეხევდრაზე ქალთა პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. „ჩვენი ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ აქტიურად ჩაერთვება იმ საკითხების მოგვარებაში, რომელიც აწუხებს ქალბატონებს ზესტაფონში. მათ შორის ჩვენი მიმართულება იქნება ქალთა უმუშევრობის საკითხები და მისი მოგვარებისთვის განვახორციელებთ არაერთ პროექტს. მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო თითოეულ ზესტაფონელ ქალბატონს, რათა შევქმნათ უკეთესი მომავალი“ - მიმართა ციალა ნებიერიძემ შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას