ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნეს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

date 9 ოქტომბერი 2017
article389.jpg

  საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის ივნისში, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.მ.-მ ნასვამ მდგომარეობაში ქ.ზესტაფონში, საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს.
დ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 2 ეპიზოდი ) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით  საპატიმრო გირაო – 4000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
  ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით განუსაზღვრა.