გარდაიცვალა საპატიო ზესტაფონელი, პოეტი მალხაზ მაჭავარიანი
1 აგვისტო 2020
71 წლის ასაკში პოეტი მალხაზ მაჭავარიანი გარდაიცვალა.
მალხაზ მაჭავარიანი 1949 წლის 2 ივლისს ზესტაფონში დაიბადა, მისი პირველი პოეტური კრებული 1988 წელს გამოვიდა. სხვადასხვა დროს იყო უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მემატიანე. 2019 წელს ის ზესტაფონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. მალხაზ მაჭავარიანი ასევე გახლდათ ჩვენი გვერდის "ზესტაფონის პორტალი ZESTAFONI.GE" აქტიური მომხმარებელი.