მოსახლეობა დახმარებას ითხოვს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ცხრაწყაროს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

date 14 აგვისტო 2018
article482.jpg

 

   ზესტაფონის სოფელ ცხრაწყაროს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლის 120-მდე ოჯახს გზა არ აქვს. უგზოობის გამო, სოფელში ასვლაზე ტრანსპორტი უარს ამბობს. შესაბამისად, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ის ტაქსით გადაადგილდება, ხოლო ვისაც თანხა არ აქვს, მას სიარული ფეხით უწევს. "სასაცილოდ გვიგდებენ. მოიტანენ სხვაგან მონარჩენ ხრეშს, დაყრიან, მოვა წვიმა და ჩამორეცხავს. ასეთ დღეში ვართ. ჩვენი პატრონი არავინაა. სოფელი ხალხისგან იცლება,"- ამბობს მოსახლეობა. სოფლის გამგებელი პრობლემის მიზეზად უსახსრობას ასახელებს. მისივე განმარტებით, ბიუჯეტში თანხების მოძიებაზე მუშაობა დაწყებულია და სოფელ ცხრაწყაროს გზა მომავალი წლიდან ექნება.

 

??????? ????