გასვლითი შეხვედრა ზესტაფონში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გასვლითი შეხვედრა ზესტაფონში

date 29 აგვისტო 2019
article612.jpg

  საქართველოში, საერთაშორისო ექსპერტი ირინა მაციახი იმყოფება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გასვლითი შეხვედრა ზესტაფონში, სატყეო უბანში დაავადებული წაბლის კორომებში გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასული წლიდან ზესტაფონის სატყეო უბნის წაბლნარ კორომებში სატყეო-პათოლოგიურ შესწავლა მიმდინარეობდა. განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.

„ექსპერტმა კვლევების შედეგები ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს გააცნო. შეხვედრაზე სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სატყეო სააგენტოს გეგმებზეც იმსჯელეს.

წაბლნარი კორომებში, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა აქვს. კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც გულისხმობს, როგორც დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების გამოყენებას, ასევე, სანიტარულ ჭრებს, ტყის აღდგენისა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ქმედებებს.

წაბლის (Castanea sativa Mill.) ხმობის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის (ისევე, როგორც ევროპისთვის) ბევრ წელს ითვლის. ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში“, - აცხადებენ უწყებაში.


??????? ????