ადგილობრივების თქმით, ქარხნის მესვეურები ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში საპროტესტო აქცია გაიმართება

date 13 ივნისი 2018
article452.jpg

    18 ივნისს, 19:00 საათზე ზესტაფონის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გეგმავს. შეკრება დაგეგმილია მოედანზე.

 ონკოლოგების აზრით, ზესტაფონში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვის ზრდა ფეროს ქარხნის ფუნქციონირების შედეგია. ზესტაფონის რაიონში ფეროშენადნობთა ქარხნის გამონაბოლქვი მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ონკოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში სიმსივნით დაავადებული ადამიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ზესტაფონში მცხოვრებ მოსახლეობაზე მოდის. ადგილობრივების თქმით, ქარხნის მესვეურები ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ კი აცხადებენ, რომ ფეროშენადნობთა ქარხანაში ფილტრები სისტემატურად იცვლება.

 

aაქციის ორგანიზატორთა Facebook გვერდი:

https://www.facebook.com/groups/161271467909245/