ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე პროექტები — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე პროექტები

date 28 მაისი 2019
article591.jpg

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე და ახლახანს დასრულებული პროექტების არასრული ჩამონათვალი:

✔️ზესტაფონის #1 საამქროში დასრულდა ლითონის გამოშვების დროს წარმოქმნილი გამონაბოლქვის ასპირაციის სისტემის მონტაჟი. ამ ტექნოლოგიური პროცესის დროს #1 საამქროში მთლიანად გადაიჭრა ჰაერის დაბინძურების პრობლემა;

✔️ამჟამად ლითონის გამოშვების დროს წარმოქმნილი გამონაბოლქვის ასპირაციის სისტემის მონტაჟის სამუშაოები, იგივე ტექნოლოგიით #4 საამქროსთვის მიმდინარეობს. შპს "ჯორჯიან მანგანეზმა" ხელშეკრულება გააფორმა კომპანია "იმერეთთან" და ამ დროისთვის სამონტაჟო სამუშაოები 3 ღუმელზე უკვე დასრულებულია.ამჟამად მიმდინარეობს ერთიანი სისტემის პროექტირება, რაც ერთთვიან პერიოდს მოითხოვს. ხოლო, პროექტირების სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები და განისაზღვრება. პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება;

✔️ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ მტვრის სანაყაროზე, რომელიც შარშან, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ორგანული გეოტექსტილით დაიფარა და მწვანე საფარი მოეწყო, გრძელდება სამუშაოები. საწარმოში ამჟამად მუშაობენ პოლონური კომპანია "აგრო მაქს დეკორის" სპეციალისტები, რომლებმაც ნაკლულ ადგილებზე ჰიდროთესვის მეთოდით ბალახს დარგავენ. მწვანე საფარის მოწყობის სამუშაო 2 კვირაში დასრულდება;

✔️აღსანიშნავია, რომ აირგამწმენდი სისტემების და ფილტრების მუშაობის შედეგად საწარმოში წლების განმავლობაში დაგროვებული მტვერი, ქარხნის ტერიტორიაზეა დასაწყობებული. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორედ მტვრის გარემოში შემდგომი გავრცელების შესაძლებლობის აღკვეთა გახდა.

✔️კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, ზესტაფონის მუნპალიტეტში, ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ საქარის თემთან, ქარსაცავი ზოლის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ორი ეტაპი უკვე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, 4 500-მეტრიანი ქარსაცავი ზოლის ნაწილი უკვე მოეწყო. პროექტის ფარგლებში "ჯორჯიან მანგანეზი" ქალაქის მუნიციპალიტეტს 20 000 ერთეულ ალვის ხის ნერგს გადასცემს.

✔️ქარსაცავი ზოლის მოწყობის პროექტში ჩართვის სურვილი კომპანიის გარდა, ქალაქის მცხოვრებლებმაც გამოხატეს. ამრიგად, გამწვანების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მათ შორის ზესტაფონელ ახალგაზრდებს.
"ჯორჯიან მანგანეზი" ნებისმიერი გარემოსდაცვითი ინიციატივისთვის მზაობას გამოხატავს.


??????? ????