Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის იუბილე

date 26 ოქტომბერი 2018
article522.jpg

  ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის აღსანიშნავი საიუბილეო პროექტის ფარგლებში, კვირაზე მეტია მიმდინარეობს შიდასაქარხნო ჩემპიონატი სპორტულ შეჯიბრებებში: მინიფეხბურთში, მკლავჭიდში, მოკლე ნარდსა და მაგიდის ჩოგბურთში.
შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში პროფესიული კავშირის, „სამთომეტალის” ორგანიზებითა და ფინანსური ხელშეწყობით ტარდება, ხოლო მკლავჭიდსა და ფეხბურთში სპორტული ღონისძიებები – „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური თანადგომით.
  როგორც „სამთომეტალის” ხელმძღვანელი, გოგი გოგიაშვილი აღნიშნავს, სპორტული ღონისძიებები, რომლებმაც გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია, დასასრულს უახლოვდება.
მაგიდის ჩოგბურთში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგებში, ფავორიტები უკვე გამოიკვეთა, ასევე მალე გახდება ცნობილი შიდასაქარხნო ჩემპიონატის საფინალო შედეგები ნარდის შეჯიბრებებში, სადაც ცალ-ცალკე იბრძვიან მამაკაცები და ქალები.
საამქროებს შორის ასპარეზობები მინიფეხბურთში ზესტაფონის სპორტულ – გამაჯანსაღებელი სასახლის დარბაზში მიმდინარეობს.

  გოგი გოგიაშვილი, პროფესიული კავშირის, „სამთომეტალის“ თავმჯდომარე:
„მეტალურგის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ფიზკულტურულ-სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს ვმართავთ. წელსაც არ მომხდარა გამონაკლისი და ექსკურსიით ვეწვიეთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს.
უკვე დავამთავრეთ მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი, როგორც ერთეულებს, ისე წყვილთა შორის. დღეიდან ვხსნით ჩემპიონატს მოკლე ნარდში, მონაწილეობენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. საპრიზო ადგილებზე გასულები დაჯილდოვდებიან ფულადი სახსრებით.
ამის გარდა, მეტალურგის დღესთან დაკავშირებით, 2 ახალდაქორწინებულს საჩუქრები გადავეცით. ასევე საჩუქრები გადავეცით 4 ახალშობილს“.
ლევან არევაძე, ქარხნის თანამშრომელი:
„ქარხნის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში, ხოლო ქალაქის სპორტული დარბაზი მინიფეხბურთს მასპინძლობს. შეჯიბრებები ადამიანების დაახლოების, სიკეთისკენაა მიმართული“.
ვახტანგ ჩუბინიძე, პირველი საამქროს ეკონომისტი:
„ქარხანაში სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო. სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთში, გამოვლინდა გამარჯვებული, მართლაც, ძლიერებმა გაიმარჯვეს, ვინც ამ ეტაპზე ქარხანაში სპორტის მიმდევარია“.