ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ კავშირ ,,ორიონის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ფერო “ორიონის” ბენეფიციარებს უფასო სადილით გაუმასპინძლდა

date 14 ივნისი 2018
article453.jpg

  14 ივნისს, შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ კავშირ ,,ორიონის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა. საწარმოს ადმინისტრაციის ფოიეში ,,ორიონის“ დღის ცენტრის ბენეფიციართა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ხელნაკეთი ნივთები ქარხნის თანამშრომლებმა შეიძინეს. როგორც დღის ცენტრის ხელმძღვანელმა გულია ჭუმბაძემ აღნიშნა, ამით მათ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ფინანსურად გაძლიერების კუთხით თანადგომა გამოხატეს. გამოფენის დასრულების შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნა “ორიონის” ბენეფიციარებს უფასო სადილით გაუმასპინძლდა.