Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები

date 23 ივლისი 2018
article471.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები” ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის – „არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე“ პრეზენტაცია მოხდა. 

  შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე უძღვებოდა და მას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „პრეზენტაციის მიზანია ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე პროექტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონიძიებების შესახებ. პროექტის მიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

  პროექტის წარდგენისას შეკითხვები დაისვა, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგად ეკოლოგიურ მდგომარეობას და შემოვლითი გზის ახალ პროექტს უკავშირდება.

  პროექტი საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გარდა სამიზნე რეგიონებისა, დაგეგმილია საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით.