ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლში

date 22 მაისი 2019
article589.jpg

  ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა წელს ბანკეტი არ გადაიხადეს. ისინი ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. 

  "როდესაც ბანკეტის თაობაზე საუბრობდნენ, ბავშვებმა თქვეს, რომ მოდი, არ გადავიხადოთ ბანკეტი და რომელიმე ბავშვთა სახლში ბავშვებთან მივიდეთო. მერე მეც ჩამაყენეს საქმის კურსში, სკოლაც, მოვიძიეთ ინფორმაცია ბავშვთა სახლის შესახებ და წინასწარ შევატყობინეთ, რომ მათთან მივდიოდით", — ყვება კლასის დამრიგებელი.

   მისი თქმით, იქ მისულებს ბავშვებმა სპეციალურად მათთვის დადგმული კონცერტი დაახვედრეს. ის ამბობს, რომ ბავშვთა სახლში მცხოვრებმა ბავშვებმა მათი გაკეთებული გულსაკიდები და სხვადასხვა ნივთები აჩუქეს.

   "ძალიან ემოციური, სასწაული დღე გამოვიდა. ერთად ვიმღერეთ, ვიცეკვეთ. ბავშვები აჟიტირებულები და გახარებულებები იყვნენ", — დასძენს ნანა გოგორიშვილი.


??????? ????