წყვი­ლი ათი წელი ელო­და შვილს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



წყვი­ლი ათი წელი ელო­და შვილს

date 25 დეკემბერი 2019
article649.jpg

  51 წლის ზესტაფონელი ქალი დედა პირველად გახდა. მას ორი ტყუპი შეეძინა. პატარა მარიტა და მელიტონი ზესტაფონელ ირმა გაფრინდაშვილსა და მის მეუღლეს, 54 წლის ემზარ მაცაბერიძეს 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეყოლათ.

  ოჯახში ამბობენ, რომ ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაულია. თუმცა როგორც დედა ჰყვება, მიუხედავად ასაკისა, შვილის გაჩენის იმედი და რწმენა არასოდეს დაუკარგავს.

  „41 წლის ასაკში დავოჯახდით მე და ჩემი მეუღლე. ცოტა დავაგვიანე გათხოვება, ტრადიციულად საქართველოში უფრო ადრე ოჯახდებიან, მაგრამ ალბათ, ესეც ღვთის ნება იყო. 10 წელი არ გვყავდა შვილი, ვმკურნალობდით პერიოდულად. ღვთის შეწევნით, ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, შეგვეძინა ორი პატარა, ძალიან ბედნიერები ვართ,“- ამბობს ტყუპების დედა.

  „ძალიან გახარებულები, ბედნიერები ვართ ბუნების ამ საჩუქრით, რასაც დედ-მამობა ჰქვია. მადლობა უფალს, ჩვენი მეგობრების დიდ წრეს, რომლებიც მხარში გვედგნენ, ასევე ჩვენს მოძღვარს მამა მელიტონს, რომლის სახელიც დავარქვით ჩვენს ბიჭს, მადლობა ექიმებს,“-ამბობს ემზარ მაცაბერიძე.

  მარიტა და მელიტონი 21 დეკემბერს, დღის სამ საათზე, საკეისრო კვეთით დაიბადნენ. გოგონა წონით კილო და 800 გრამია, ვაჟი კი - 2 კილო და 140 გრამი.

  „ჩვენს კლინიკაში დაფიქსირდა უნიკალური შემთხვევა, ჩვენს მეგობარს 51 წლის ასაკში შეეძინა ტყუპი ქალ-ვაჟი. ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი, ჩემს საექიმო პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია. იმედი მაქვს, რომ კიდევ გაბედნიერდებიან წყვილები,“-ამბობს კლინიკა „ელიტეს“ დირექტორი კოტე ბოჭორიშვილი.

  ექიმების თქმით, ახალშობილებისა და დედის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.


??????? ????