1000 ლარიანი ხელფასი — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სოფიო ჩათიანმა 1000 ლარიანი ხელფასი მოიგო

date 17 ნოემბერი 2021
article735.jpg

  ზესტაფონელმა  ერთი წლის განმავლობაში 1000 ლარიანი ხელფასი მოიგო.

 გადასფხეკი ლატარია "ხელფასი" სოფიომ ზესტაფონში მდებარე ფოსტის ჯიხურში შეიძინა. "ოჯახთან ერთად ზესტაფონში ვიყავი საყიდლებზე ჩასული, ჯიხურს რომ ჩავუარე გავჩერდი, თითქოს რაღაცამ მიკარნახა, რომ ლატარია მეყიდა. "ხელფასი" რომ ავიღე, შვილმა მითხრა, რაღა მაინც და მაინც ეს ლატარია იყიდე, ეგებ სხვა შეგეძინაო, გამყიდველს ბილეთის უკან დაბრუნება ვთხოვე, მაგრამ ჩეკი უკვე ამორტყმული ჰქონდა და ბილეთი უკან აღარ დაიბრუნა, რა გაეწყობოდა, იქვე გადავფხიკე და ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვიგე, სასწაულები მართლაც რომ ხდება" - ამბობს სოფიო ჩათიანი.

 სოფიო 40 წლის დიასახლისი და ორი შვილის დედაა, მოგებულ ხელფასს ოჯახს მოახმარს და და შესაძლოა მცირე ფერმაც კი გააკეთოს.