Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

date 14 სექტემბერი 2018
article501.jpg

  ზესტაფონში, სოფელ ძირულაში რკინიგზის მშენებლობის დროს ორი წლის წინ გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

  აქციის მონაწილეებმა ზესტაფონის პროკურატურიდან პოლიციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს. ოჯახის წევრები საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, მათი თქმით, ამ დრომდე მომხდართან დაკავშორებით არავინ დაუკავებიათ.

  ებანოიძე, ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და როგორც გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, მან კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა ჩინური კომპანიისგან, რომელიც სარკინიგზო გვირაბს აშენებდა. ოჯახის წევრების მტკიცებით, თანხა ებანოიძეს არ მისცეს, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მიყენებული დაზიანებების გამო ის გარდაიცვალა.