ყვირილაზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა თევზის მოპოვებას — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

date 10 აგვისტო 2018
article480.jpg

  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს   თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე თევზის მოპოვებას ელექტროშოკური აპარატის  გამოყენებით ახდენდა.

  „აღნიშნულთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი აქტი. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა“,- აცხადებენ სააგენტოში.


??????? ????