ზესტაფონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ხვიჩა გუმბერიძე — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

date 6 მარტი 2019
article565.jpg

  ზესტაფონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ხვიჩა გუმბერიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

   გუმბერიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმსჯელეს.

   ხვიჩა გუმბერიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დააკავეს.

   გამოძიებით დადგენილია, რომ გამგებლის მოადგილე ხ.გ.-ს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორცილება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა.

   2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს „ტობემ “ სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს.


??????? ????