წიაღის უკანონო მოპოვება — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



წიაღის უკანონო მოპოვება

date 8 ნოემბერი 2021
article733.jpg

  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

  სამართალდარღვევები გამოვლენილია ქალაქ ზესტაფონში. მოქალაქეებმა მდინარე ყვირილაზე უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 1,7 ტონა სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა) და მის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

  ავტომობილები დაილუქა. ფაქტებზე დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება.