სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა

date 19 აპრილი 2021
article710.jpg

  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

  მოქალაქეები, სოფელ წევასა და დაბა შორაპნის მიმდებარედ, სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენს (წიდა) უკანონოდ მოიპოვებდნენ. სამართალდამრღვევებს ჯამში, დაახლოებით 800 კგ. სასარგებლო წიაღისეული ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული.

  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს.

  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი