Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მოქალაქემ სასამართლო დავა მოუგო.

date 1 დეკემბერი 2017
article413.jpg

  ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მოქალაქემ სასამართლო დავა მოუგო. 

  ნონა ბაბუაძემ 2017 წელს ზესტაფონის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მან ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, მათ შორის გასაუბრების ეტაპზეც საკონკურსო კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, თუმცა რესურსცენტრის უფროსმა არ გაითვალისწინა კომისიის წევრების მოსაზრებები და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით რესურსცენტრის მთავარ სპეციალისტად სხვა პირი დანიშნა.

  სასამართლოში ნონა ბაბუაძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს ქუთაისის ოფისის იურისტები იცავდნენ. ბაბუაძემ პროცესი მოიგო. ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მისი მთავარ სპეციალისტად დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება დაევალა.