Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



თურქეთში რევაზ ბუხნიკაშვილი ("პეწო") გარდაიცვალა

date 7 სექტემბერი 2018
article495.jpg

 

  თურქეთში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 66 წლის ასაკში გავლენიანი "კანონიერი ქურდი" რევაზ ბუხნიკაშვილი ("პეწო") გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა "პრაიმ კრაიმი" წერს.

გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა, რომელიც ბუხნიკაშვილს 2017 წელს აღმოუჩინეს.

გამოცემის ინფორმაციით, ბუხნიკაშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში 1952 წელს დაიბადა, "კანონიერი ქურდის" წოდება კი მან 1979 წელს მიიღო. საერთო ჯამში, "პეწო" ცხრაჯერ იყო ნასამართლევი.


 

  2015 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ "პეწო"რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელს თათრეთის ტერიტორიაზე მდებარე საპატიმრო დაწესებულებებში იხდიდა. რამდენიმე დღის წინ თათრეთის უმაღლესმა სასამართლომ "პეწო" ავადმყოფობის გამო გაათავისუფლა.

  რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, "პეწო" საქართველოში დეპორტირებულია, თუმცა, საქართველოს შსს-ში ეს ინფორმაცია უარყვეს.

  რეზო ბუხნიკაშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში 1952 წელს დაიბადა. საპატიმროში პირველად 18 წლის ასაკში მოხვდა.