პატიმრობა 300 გრამი თევზის დაჭერის გამო — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



პატიმრობა 300 გრამი თევზის გამო

date 14 ნოემბერი 2017
article405.jpg

  ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზესტაფონის მკვიდრს, 32 წლის კაცს უკანონო თევზჭერისათვის 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

  როგორც დაკავებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობს, თევზჭერის ფაქტი ხარაგაულის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ხოლო მამაკაცის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზიანმა 4 ლარი და 57 თეთრი შეადგინა.

  "კანონი ითვალისწინებდა ჯარიმას, პირობით მსჯავრს და პატიმრობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მაქსიმალური სასჯელი შეეფარდა. თვითონ პროკურორი იყო გაოცებული, ამგვარ დანაშაულზე ასეთი სასჯელი არავისთვის შეუფარდებიათო. ვაპირებ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას და იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას," - ამბობს ადვოკატი.

  უკანონო თევზჭერაში ბრალდებული კაცი მოსამართლე ზურაბ ბალავაძის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. პატიმრობის გარდა, მას 500-ლარიანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

წყარო


??????? ????