Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე

date 21 ნოემბერი 2018
article531.jpg

  საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

  მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულ ხარაგაულის რაიონში მცხოვრებ კობა კ.-ს და გელა კ.-ს იზოლატორში შესახლებისას აღენიშნებოდათ დაზიანებები.

  როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, შეტყობინებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.