გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში, ტყეების მიმდებარედ, აკრძალულ პერიოდში, არარეგისტრირებული იარაღებით ნადირობდნენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს იარაღები ჩამოართვეს და შესაბამისი ოქმები შეადგინეს.
ჩამორთმეული იარაღები, ასევე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.