Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების ასლებია დაბრძანებული

date 10 სექტემბერი 2018
article496.jpg

  აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების ასლები, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. 

  პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხატებს, ერთი წლის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოატარებენ. 

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სასწაულმოქმედი ხატების შემობრძანებას, მრევლთან ერთად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და სხვა სასულიერო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

  „მოგეხსენებათ, წელს არის საიუბილეო თარიღი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი. ასევე, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავი. სწორედ ამ თარიღებს ეძღვნება ეს მოვლენა. მინდა მივულოცო მრევლს ეს დიდი სიხარული. ყველას ვუსურვებ, ღვთისმშობელი ყოფილიყოს მათი მფარველი", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ. 

  ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხატები ორი კვირის განმავლობაში იქნებიან დაბრძანებული და მოლოცვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.