ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა

date 13 თებერვალი 2019
article561.jpg

 მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

  კახაბერ მახათაძემ, მერიის თანამშრომლებს პირადად გააცნო საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისათვის. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას, ნუგზარ ფერაძე შეასრულებს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციაზე, ნუგზარ ფერაძის კანდიდატურა თავად კახაბერ მახათაძემ წარადგინა.

  თანამდებობრივი ცვლილებების შესახებ, რიგგარეშე სხდომა გამართა მუნიციპალიტეტის საკრებულომ. სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ორი საკითხი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის პირადი განცხადების საფუძველზე მერის უფლებამოსილებისა და საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ნუგზარ ფერაძის პირადი განცხადების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.


??????? ????