ხმაურია ამ წუთებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



აქციის მონაწილეები მერის გადადგომას ითხოვენ

date 18 სექტემბერი 2018
article503.jpg

  ხმაურია ზესტაფონის მერიაში,სადაც მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე მოქალქეებთან ერთად შენობაში შევიდა და ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით მისაღებში მჯდომარე აქცია დაიწყო.

  თავდაპირელად მათ მერის კაბინეტთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ისინი დაცვის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პროტესტის ნიშნად კარები გადაკეტეს.

  გიორგი გოგლიჩიძის თქმით, მახათაძის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას არ აქვს უფლება იყოს ზესტაფონის მერი. მოქალაქეები მოუწოდებენ მერს დატოვოს თანამდებობა,წინააღმდეგ შემთხვევაში მჯდომარე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

  ,,ზესტაფონის ფეროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქობულეთში ერთ ერთ სასტუმროსთან, რომელიც მახათაძის და მისი ძმის ბიზნესია. თანამშრომლები კი ზაფხულში ქარხნის ბიუჯეტით იქ ისვენებენ. მივმართავ იმერეთის გუნერნატორს და მაჟორიტარ დეპუტატს შეგვხვდეს და დაინტერესდეს ზესტაფონის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებით და მის მიმართ არსებული პრეტენზიებით" - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.